9 ევროპული დათქმის სამუშაო ჯგუფი

29 იანვარი 2024, 20:15 378 ნახვა

ერთად ერთი მაგიდის გარშემო საერთო მიზნისთვის- შესრულდეს ევროკომისიის ცხრა დათქმა, რომლის შემდეგაც ქვეყანა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროპული დავალებების შესრულებაზე მუშაობა დაწყებულია, დღის წესრიგი და გეგმა კი-გაწერილი. მოლაპარაკებების მაგიდას ზოგი ოპოზიციონერი დეპუტატი საკუთარი დათქმებით შეუერთდა. ამბობენ, რომ ჯერ საინტერესო და მისაღებია ხედვები, თუმცა თუ როგორ უნდა დასრულდეს ქვეყანაში დეპოლარიზაცია არ მოუსმენიათ. უმრავლესობას კი არ აქვს მოლოდინი, რომ ოპონენტები დესტრუქციულ გზას გადაუხვევენ. ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ ახალმა ფორმატმა ახალი შესაძლებლობები გააჩინა. პირველ შეხვედრას მხოლოდ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ესწრებოდა,პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა პარტია ლელომ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში