თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსების პროტესტი

29 იანვარი 2024, 10:08 344 ნახვა

პროტესტის მეხუთე დღე. რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების  მოთხოვნა უცვლელია, ჯანდაცვის სამინისტრომ გაასაჯაროვოს დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც უწყებამ გადაწყვიტა რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა დაანგრიოს და ახალი ააშენოს.

აქციის მონაწილეები იმ კვლევასაც ითხოვდნენ, რომლის საფუძველზეც შენობის ავარიულობაზე დასკვნა დაიდო და მისი ახლით ჩანაცვლების აუცილებლობა გამოიკვეთა.

ექიმები იზიარებენ მხოლოდ იმ აზრს, რომ შენობის ფასადი და მისი ნაწილი უნდა გარემონტდეს, თუმცა შენობის მდგომარეობაში ეჭვი არ ეპარებათ.

ამ საკითხებზე სასაუბროდ და კითხვებზე პასუხის მისაღებად აქციის მონაწილე ექიმები ჯანდაცვის მინისტრთან პირისპირ შეხვედრას ითხოვენ.

რამდენიმე კლინიკას რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების დასაქმებისთვის შეთავაზება აქვს, თუმცა ამ ეტაპზე მედიკოსები სხვაგან გადასვლას არ გეგმავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი