ევროკავშირის 9 რეკომენდაცია - სამუშაო შეხვედრა

29 იანვარი 2024, 12:08 348 ნახვა

ევროპული დავალებების შესრულებაზე მუშაობა დაწყებულია, დღის წესრიგი და გეგმა კი გაწერილი. მოლაპარაკებების მაგიდას ზოგი ოპოზიციონერი დეპუტატი საკუთარი დათქმებით შეუერთდა.

უმრავლესობას არ აქვს მოლოდინი, რომ ოპონენტები დესტრუქციულ გზას გადაუხვევენ. არადა ახლა მთავარ გამოწვევად ქართულ პოლიტიკაში, როგორც ამას თავად ამბობენ პოლარიზაცია რჩება. 

პირველი შეხვედრა დილიდან უკვე მიმდინარეობს პარლამენტში, რომელშიც მხოლოდ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციაა ჩართული და რომელსაც არ ესწრება პარტია ''ლელო''. 

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში