უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 74 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

29 იანვარი 2024, 10:14 437 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში 74 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მტერმა განახორციელა 7 სარაკეტო და 10 საჰაერო დარტყმა, 86 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

გენშტაბის ინფორმაციით, ღამით რუსმა დამპყრობლებმა შეტევა განახორციელეს, „შაჰედ-136/131“ ტიპის 8 უპილოტო საფრენი აპარატით. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურა მტრის ყველა უპილოტო თვითმფრინავი.

პარალელურად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ გამოავლინა კორუფციული სქემა ქვეყნის სამხედროების მიერ 40 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის შეძენისას. 

უსაფრთხოების სამსახურმა  გამოაქვეყნა ფოტომასალა, რომლებზეც აღბეჭდილია რეიდები. გამოძიების შედეგად  გამოვლინდნენ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირები და იარაღის მიმწოდებელი კომპანიის მენეჯერები, რომლებმაც მოიპარეს დაახლოებით 1,5 მილიარდი გრივნა ჭურვების შეძენისას. ჭურვების შესახებ კონტრაქტი  ლვოვის არსენალთან 2022 წლის აგვისტოში,  ომის დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ დაიდო  და გადახდა განხორციელდა წინასწარ, გარკვეული თანხები საზღვარგარეთ გადაირიცხა, მაგრამ იარაღი არ მიუღიათ.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მოპარული თანხები ამოღებულია და თავდაცვის ბიუჯეტში დაბრუნდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი