დღევანდელ შეხვედრაზე ყველა ის საკითხი განიხილება, რომელიც ევროკავშირის 9 ნაბიჯიდან გამომდინარეობს  - შალვა პაპუაშვილი

29 იანვარი 2024, 10:01 485 ნახვა

ევროკავშირის 9 ნაბიჯთან დაკავშირებით მუშაობა ჯერ კიდევ დეკემბერში დაიწყო. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ჩვენ მივყვებით იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ დამტკიცდა. სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კომუნიკაცია იყო ევროკომისიასთან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა .

მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილება ყველა ის საკითხი, რომელიც 9 პრიორიტეტიდან გამომდინარეობს და პარლამენტის კომპეტენციაშია.

"ჩვენი დღევანდელი დღის წესრიგი ითვალისწინებს ყველა იმ საკითხის განხილვას, რომელიც ცხრა ნაბიჯიდან გამომდინარეობს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ვფოკუსირდებით იმ საკითხებზე, რომლებიც პარლამენტის კომპეტენციაშია, ვინაიდან იცით, რომ ცხრა ნაბიჯიდან, განსხვავებით 12 რეკომენდაციისგან, მხოლოდ ნაწილი არის ისეთი საკითხები, რომლებიც პარლამენტის კომპეტენციაა კანონშემოქმედებით ნაწილში, ხოლო დიდი ნაწილი პრაქტიკასთან არის  დაკავშირებული, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ნაყოფიერი შეხვედრა გვექნება, ისევე როგორც 12 ნაბიჯთან დაკავშირებით, დღესაც ეს არის ისეთი ფორმატი, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა, საკუთარი იდეები, მოსაზრებები, პოზიციები დააფიქსიროს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, შეხვედრაზე იმსჯელებენ დეპოლარიზაციაზე, სასამართლო რეფორმაზე, საარჩევნო პროცესზე, ანტიკორუფციულ ბიუროს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„იმედი მაქვს, რომ ნაყოფიერი შეხვედრა იქნება, ისევე როგორც 12 ნაბიჯთან დაკავშირებით, დღესაც, ამ ფორმატში, ყველას აქვს შესაძლებლობა საკუთარი პოზიციები, მოსაზრებები დააფიქსიროს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე განცხადებით, რაც შეეხება დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური განცხადებებისა და ინსტრუმენტების მიერთების მაჩვენებელს, ეს უფრო სამთავრობო კომპეტენციაა.

„იცით, რომ სამოქმედო გეგმაშიც გაწერილია ის ნაბიჯები, რომელიც ამ მხრივ გადაიდგმება. სხვათა შორის, ამ მხრივ უკვე კარგი სტატისტიკა აქვს საქართველოს, მათ შორის მიერთებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას, აქ იცით, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო კურირებს ამ საკითხს, ინსტიტუციურ ნაწილს. ზოგადად დეზინფორმაცია იცით, რომ ისედაც არის ჩვენი ყურადღების ცენტრში და ამას ისედაც ყოველდღიურად ჩვენი განცხადებებით ვებრძვით. სხვა დანარჩენი საკითხები, როგორც მოგახსენეთ, როგორც დეპოლარიზაცია იმ ნაწილში, რომელიც შეეხება პარლამენტში თანამშრომლობას, ისე სასამართლო რეფორმის საკითხები, საარჩევნო საკითხები, ანტიკორუფციული და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საკითხები, ყველა ამ საკითხს განვიხილავთ დღეს სხდომაზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი