ჩაერთვება თუ არა ოპოზიცია 9 პრიორიტეტის შესრულებაში

27 იანვარი 2024, 15:08 473 ნახვა

იქნება თუ არა საპარლამენტო ოპოზიცია ერთსულოვანი ამჯერად მაინც და დასხდებიან თუ არა ოპონენტები ერთ მაგიდასთან, ევროპული რეკომენდაციების შესრულების გეგმასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე? - მმართველი პარტია არგუმენტირებული წინადადებების მოსასმენად კარს ხსნის.

თუმცა ოპოზიციის ნაწილს ჯერ არ გადაუწყვეტია, დათანხმდება თუ არა მიწვევას. ოპონენტების ნაწილი ისევ ამტკიცებს, რომ ხელისუფლება პრიორიტეტების შესრულებას არ აპირებს. 

საპარლამენტო უმრავლესობაში პარტიების ნაწილის დამოკიდებულებას მავნებლობას უწოდებენ. მათი თქმით, პროცესის ხელოვნურად ხელშეშლა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "რადიკალურ ოპოზიციას ქვეყნის წარმატების მიუღებლობა აქვს".

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი