რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების მოთხოვნა

26 იანვარი 2024, 15:34 513 ნახვა

ჯანდაცვის სამინისტროსთან თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის ნაწილი  აქციას მართავს. მოთხოვნა გაუქმდეს, ის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაწყებულია რეორგანიზაცია და რომელიც 15 თებერვალს უნდა დასრულდეს. 

მათ ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილისგან მიიღეს შეთავაზება, რომ დღეს 15:00 საათზე გაიმართოს სამუშაო შეხვედრა, რაზეც მედიკოსების ნაწილი უარს ამბობს და მოლაპარაკების ეტაპზე გასასვლის აზრს, მხოლოდ ხსენებული ბრძანების გაუქმებაში ხედავენ. 

დათანხმდება, თუ არა მათ ჯანდაცვის სამინისტრო ეს უახლოეს დღეებში გაირკვევა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი