ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელზე ჰააგის სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს

26 იანვარი 2024, 11:18 469 ნახვა

სამხრეთ აფრიკა ისრაელის წინააღმდეგ - ჰააგის სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს. დასკვნას დღეს ჰააგის სასამართლოში 17 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია გამოიტანს.

სარჩელი ისრაელის წინააღმდეგ საგანგებო ზომების მიღებას ითვალისწინებს, მათ შორის არის სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტაც.

დღეს მიღებული გადაწყვეტილება არ ეხება საქმის ძირითად ბრალდებას, რომლის მიხედვითაც ისრაელს ღაზაში გენოციდში ადანაშაულებენ.

პარალელურად ისრაელის მხარე სასამართლოს საქმის პირდაპირ უარყოფას ითხოვს და ბრალდებებს ყალბს უწოდებენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი