პორტუგალიის გრან პრიზე მხოლოდ სამი ქალი ძიუდოისტით 

26 იანვარი 2024, 09:16 396 ნახვა

ქართველი ძიუდოისტები ახალ სეზონს პორტუგალიის ქალაქ ოდიველასში დაგეგმილი გრან პრით იწყებენ, სადაც საქართველოდან მხოლოდ ქალთა ნაკრების წარმომადგენლები გამოვლენ. წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ სამივე ქართველი ძიუდოისტი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაებმება.

ეთერ ასკილაშვილი ავსტრალიელ მაევე კულანს გაეჯიბრება, მარიამ ჭანტურია ბრიტანელ კეიტ-ჯემინა ბრაუნს დაუპირისპირდება, ხოლო სოფიო სომხიშვილის მეტოქე დომინიკელი მოირა მორილიო იქნება.

ასკილაშვილი და ჭანტურია ტატამიზე დღეს გავლენ, ხოლო სომხიშვილი ხვალ იასპარეზებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი