საქართველოს რკინიგზა 27 და 28 იანვარს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

25 იანვარი 2024, 17:30 657 ნახვა

საქართველოს რკინიგზა 27 და 28 იანვარს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.

მათივე განმარტებით, რეისების დამატების გადაწყვეტილება გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო მიიღეს.

დამატებითი რეისები 27 და 28 იანვარს თბილისიდან 10:25 საათზე გავა, ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით 17:20 საათზე გამოვა.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია საქართველოს რკინიგზის ვებგვერდის საშუალებით, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, ასევე საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში