გამოსახლების პროცესი

23 იანვარი 2024, 14:44 441 ნახვა

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა, საცხოვრებელი სახლიდან ოჯახი ხმაურისა და პროტესტის ფონზე გამოასახლეს. პოლიცია საცხოვრებელ ბინაში წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად შევიდა. მოსახლეობა მათ წინააღმდეგობას უწევდა და კეკელიძის N1-ში მცხოვრებლების გამოსახლების საშუალებას არ აძლევდა. ოჯახის გამოსახლება 2019 წლიდან დღემდე, უკვე მეხუთედ ჩაინიშნა. "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ამბობს, რომ ოჯახი მზადაა დაფაროს ძირითადი ფინანსური დავალიანება, თუმცა ამ ეტაპზე მათ ამის საშუალება არ ეძლევათ. ადგილზე მისული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადაც ვინაიდან იყვნენ დაშავებულებიც. არსებული ინფორმაციით, არიან დაკავებულებიც. პირად ფეისბუქზე ეხმაურება მიმდინარე პროცეს ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რომელიც აცხადებს რომ "ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია!" აქვე გეტყვით რომ აღსრულების ეროვნული ბიურო თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ბიუროში აღნიშნავენ, ბინაში მყოფმა ადამიანებმა, პროცესის ხელშეშლის მიზნით, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს სავარაუდოდ წიწაკის სპრეი, რა დროსაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. ასევე, მათივე ცნობით, სხეულის დაზიანება მიიღეს აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა და დაზიანდა სახელმწიფო ქონება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი