უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 68 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

23 იანვარი 2024, 10:12 424 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში, 68 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მტერმა  56 შეტევა, 3 სარაკეტო და 65 საჰაერო დარტყმა განახორციელა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინაში მთელი ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

ქვეყნის საჰაერო ძალები ინფორმაციას რუსეთისგან ფრთოსანი რაკეტების სავარაუდო გაშვების შესახებ ავრცელებენ, რომელიც მათივე ცნობით, საფრთხეს სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებს უქმნის.

მანამდე, რუსულმა მხარემ თავდასხმა ხარკოვის ოლქზეც განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა. მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლი, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში