ქობულეთში მომხდარი მკვლელობის საქმე 

22 იანვარი 2024, 17:26 565 ნახვა

გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის გამოყოფილ საქმეზე, რომელშიც განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის  ორი  ბიძა და მამა ფიგურირებენ, მოსამართლე განაჩენს თებერვლის დასაწყისში გამოცხადებს.

მხარეები დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ  სასამართლოში მხოლოდ  მთავარი მოწმეები დაიკითხებიან. მოცემულ საქმეზე მხარეებმა სხვა  მტკიცებულებები უდაოდ ცნეს. მოსამართლის განმარტებით, 2 თებერვალს ბრალდების მხარე დაასრულლებს  მტკიცებულებების გამოკვლევას, 5 თებერვალს სასამართლო დასკვნით სიტყვას მოისმენს და  ბრალდებულების საბოლოო სიტყვისთვის განსაზღვრულ სდომაზე საბოლოო განაჩენი გამოცხადება. 

გამოძიება  22 წლის გიორგი ალხანიშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ორ ბიძას, გელა და დავით ბაჟუნაიშვილებს  გამოძიება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობას  ედავება. 

გელა ბაჟუნაიშვილი სასულიერო პირია და ის გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. პასუხისგებაშია მიცემული ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის მამაც. 

გიორგი ბაჟუნაიშვილს ბრალად მოწმე თვითმხილველებზე განხორციელებული ზეწოლა ედება.  მთავარი ბრალდებული ალექსანდრე ბაჟუნაიშვილი ამ დრომდე ლონდონში საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში