უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამძიმარი გამოუცხადა მათ, ვინც მისი თქმით, რუსულმა ბომბებმა იმსხვერპლა. "განსაკუთრებით მასშტაბური და მძიმე იერიშები რუს ოკუპანტებს დონეცკის რეგიონზე მიაქვთ. სამწუხაროდ, არიან დაჭრილები, არის მსხვერპლი", - განაცხადა ზელენსკიმ . ასევე აღნიშნა , რომ ყველაზე ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა ავდიივკას მახლობლად და ბახმუტში, მარინკასა და კუპიანსკში.