ბათუმში, სვიშევსკის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახის დასახმარებლად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან შესაბამისი სახსრები გამოიყოფა, ასევე ხანძრის შედეგად დაზარალებულ ქალს ყველა სამედიცინო სერვისი დაუფინანსდება - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.
სხეულის მძიმე დამწვრობით, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს, 24 წლის ქალი. ოჯახის ახლობლების თქმით ახალგაზრდას მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
შემთხვევა გუშინ ბათუმში სვიშევსკის 169 ნომერში მოხდა. შაინიძეების 4 წევრიან ოჯახში ხანძარი გაჩნდა.
სახლში დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა.
ბავშვების მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია ისინი სახლში გაეწერნენ.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი გამოძიება დაადგენს.