სოხუმში აფხაზ ხელოვანთა „ოქროს ფონდი“ სრულად დაიწვა

21 იანვარი 2024, 14:01 416 ნახვა

ხანძარი დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში - სოხუმში დაიწვა ცენტრალური საგამოფენო დარბაზი, სადაც აფხაზეთის ეროვნული გალერეის ფონდი ინახება. 

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი შენობის მეორე სართულზე ღამის 4 საათზე გაჩნდა.

ცეცხლის ჩაქრობაში 11 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მონაწილეობდა, თუმცა ის მთელ შენობაზე მაინც გავრცელდა და "ოქროს ფონდი" მთლიანად დაიწვა.

განადგურებულია 4 000 ნამუშევარი. მათი გადარჩენა, სავარაუდოდ, შენობაში მაღალი დაკვამლიანების გამო ვერ მოხერხდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი