აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით ზაფხულის სეზონზე რეგიონმა 3 მილიონ 700 ათასზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლა, ტურისტებს სანაპირო ზოლის პარალელურად მთის ლანდშაფტი იზიდავს. აჭარა ტურისტების მიღებას ოთხივე სეზონზე აგრძელებს.
ზამთრის სეზონზე ვიზიტორებს შეუძლიათ გომარდულსა და გოდერძიზე დაისვენონ.
გასული წლის მსგავსად გომარდულს მიმდინარე წელსაც უკრაინული კომპანია მართავს, უცხოურმა კომპანიამ კურორტზე მუშაობის ნებართვა სააქციო საზოგადოება „გომარდულის“ წევრებისგან 5 წლიანი იჯარით აიღო.
კურორტზე ამ დროისთვის ერთი საბაგირო და რამდენიმე კოტეჯი ფუნქციონირებს.