ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ პრემიერის ეს განცხადება მიუთითებს, რომ მმართველი გუნდი მძიმე დღეშია და დასახელებულ 60% -ს კვლევებიც კი არ ადასტურებს.
საპარლამენტო უმრავლესობა სრულად იაზრებს ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას და წინასაარჩევნო განწყობას.
მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის შესუსტებამ მმართველი პარტია კიდევ უფრო გააძლიერა, რასაც მათი თქმით, კვლევებიც ადასტურებს.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს, რომ არჩევნები იყოს, „ქართული ოცნება“ სულ მცირე 60%-ს აიღებდა, არ ვნერვიულობთ, თუმცა ვემზადებით, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ, რაც სჭირდება ქვეყანას.