''წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის'' კვლევა

18 იანვარი 2024, 14:38 480 ნახვა

ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტმა  დასკვნა დადო, რომელიც კლინიკა "ვივა მედში" არსებულ  მდგომარეობას ეხება. კონკრეტულად კი იქ მყოფი პატიმრების მდგომარეობას. დასკვნის მიხედვით, კლინიკა, სადაც მსჯავრდადებულებს მკურნალობენ, პაციენტებს ვერ სთავაზობს შესაბამის თერაპიულ გარემოს. ასევე პრობლემად  სახელდება  ისიც, რომ კლინიკას არც  ფსიქიატრი და არც კლინიკური ფსიქოლოგი არ ჰყავს. 

დოკუმენტში საუბარია, მიხეილ სააკაშვილის შესახებაც, კონფიდენციალურობიდან გამომდინარე კი  მოხსენიებულია როგორც პაციენტი C-ი. კომიტეტის შეფასებით, კლინიკაში არსებული მჩაგვრელი და დამამცირებელი გარემო არ უწყობს ხელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამავე ანგარიშში წერია, რომ პაციენტის პირადი ცხოვრებისა და სამედიცინო კონფიდენციალურობის მიმართ პატივისცემის სრული ნაკლებობაა. გარდა ამისა, წამების კომიტეტი კლინიკა ვივამედში მკაცრი რეჟიმის პალატების ფუნქციონირების წესის რეკომენდაციას გასცემს.

ანგარიშის თანახმად, ასევე, პრობლემას არ წარმოადგენდა საკვებითა და ტანსაცმლით უზრუნველყოფა, დოკუმენტში მოცემულია საქართველოს მთავრობის პასუხიც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ირკვევა რომ სააკაშვილს  ჰქონდა თავისუფლება თვითონ აერჩია ფსიქიატრი მკურნალობისთვის, თუმცა უარი თქვა, დროის უქონლობაზე მითითებით".

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი