"ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში აშშ-ის კუთვნილ გემზე თავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-მა განაცხადა, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილ იემენელ "ჰუსიტებს“ ტერორისტთა სიაში დააბრუნებენ.
აშშ-ის სამხედროები აცხადებენ, რომ გემს უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ჰუსიტებმა" რაკეტებით ბერძნულ გემსაც შეუტიეს, ხომალდის ეკიპაჟის 24 წევრიდან ერთ-ერთი ქართველია. თავდასხმის შედეგად, არავინ დაშავებულა. გემი დაზიანდა, თუმცა მოძრაობის გაგრძელება მაინც შეძლო.