გაჭიანურებული საქმეები სასამართლოებში - კვლევა

17 იანვარი 2024, 14:04 404 ნახვა

საერთო სასამართლოებში საქმეების განხილვის გაჭიანურებაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მესამე სექტორში კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ზოგიერთ მოსამართლეს ერთდროულად შესაძლოა 600-მდე საქმე ჰქონდეს განსახილველი. ირკვევა, რომ  საქმეთა გაჭიანურებული განხილვის საკითხი აწუხებს როგორც ცალკეულ ადამიანს, ისე პროფესიულ საზოგადოებას - ადვოკატებსა და ინდივიდუალურ მოსამართლეებს. 

აცხადებენ, რომ მიზეზი მხოლოდ მოსამართლეთა ნაკლებობა არ არის და ასახელებენ რამდენიმე ფაქტორს. აქვთ რეკომენდაციებიც  და იმედი აქვთ, რომ  კვლევა საქართველოს სასამართლოებში საქმეთა გაჭიანურების პრობლემაზე ფართო დისკუსიის წარმართვის, სწორი მიდგომების შემუშავებისა და პრობლემების დაძლევის საფუძვლიან წინაპირობას შექმნის.    

კვლევა მომზადდა დემოკრატიის ინდექსი – საქართველოს მიერ უესეიდის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი