ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. საქმის არსებითად განხილვა დასასრულს უახლოვდება და შესაძლოა მოსამართლემ განაჩენიც დღესვე გამოაცხადოს. ცნობილია, რომ მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოს ჩვენებას არ მისცემს და არც საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს. ეს დაცვის მხარის სტრატეგიის ნაწილია. სხდომის დაწყებამდე ბრალდებულის დედამ, თამთა კალანდაძემ განაცხადა, რომ განაჩენის შემდეგ ოჯახი ლაზარეს შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართავს.