ორკვირიანი საახალწლო არდადეგების შემდეგ სკოლებსა და ბაღებში საგანმანათლებლო პროცესი დღეს განახლდა. რესურსცენტრების ინფორმაციით, სკოლებში სასწავლო პროცესი შეფერხების გარეშე განახლებისთვის მზად არის.
მოსწავლეებს საგაზაფხულო არდადეგებიც ელით, რომელიც 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
სეზონური ვირუსის შემთხვევების ზრდის მიუხედავად არდადეგების გაგრძელების საკითხი არ განხილულა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით, ქვეყანაში ამ ეტაპზე H1N1 ვირუსი ცირკურკულირებს, რომელიც B ტიპის ვირუსებთან შედარებით მძიმედ მიმდინარეა, თუმცა ამ ეტაპზე რთული ეპიდ ვითარება არ არის. მედიკოსების რეკომენდაცია კვლავ ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა.