ხელვაჩურში, კობალეთში მცხოვრებლები მთის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ, ირწმუნებიან, რომ მათ არაერთხელ მიიღეს სტატუსის მინიჭების დაპირება. ამბობენ, რომ სტატუსის მინიჭება უსამართლოდ ხდება, ვინაიდან მათ მეზობელ სოფლებში მცხოვრებლები უკვე სარგებლობენ შეღავათებით. მათივე თქმით ვერც ისინი აკმაყოფილებენ კანონით დაწესებულ მოთხოვნებს ვინაიდან კობალთა და მარადიდი ზღვის დონიდან 350 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, 340 მეტრზეა სოფელი სინდიეთი, რომელსაც მღალმთაინეთის სტატუსი მიენიჭა.
საზღვრისპირას მცხოვრებლები გვიყვებიან, რომ ისინი შეღავათებით 90-იანი წლებიდან სარგებლობდნენ, თუმცა 10 წელზე მეტია შუჩერდათ. როდის მიიღებენ კობალეთში მცხოვრებლები მთის სტატუსს? - კითხვით შესაბამის უწყებებს მივმართეთ, მათ შორის სსაქართველოს პარლამენტსაც, თუმცა საკანონმდებლო ორგანოდან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
საქართველოში მაღამთიანი დასახლების სტატუსის მინიჭება 2015 წლიდან დაიწყო. მთის კანონის ძალაში ამოქმედებიდან შეღავათები შეეხო 1 600-მდე სოფელს.