იემენში აშშ-ისა და ბრიტანეთის სამხედრო ძალების თავდასხმების შედეგად „ჰუსიტების“ ხუთი მებრძოლი დაიღუპა

12 იანვარი 2024, 16:21 486 ნახვა

„ჰუსიტების“ პრესსპიკერის ინფორმაციით, იემენში აშშ-ის და ბრიტანეთის სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად, შიიტი „ჰუსიტების“ ხუთი მებრძოლი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

შიიტური დაჯგუფების წარმომადგენლის თქმით, გასული ღამის განმავლობაში, იემენის ტერიტორია 73-ჯერ დაბომბეს.

„ღაზაში ისრაელის დანაშაულების მხარდაჭერის ფარგლებში, ამერიკელმა და ბრიტანელმა მტრებმა დაიწყეს სასტიკი აგრესია იემენის რესპუბლიკის წინააღმდეგ. დაიბომბა დედაქალაქი სანა და ჰოდეიდას, თაიზის, ჰაჯაჰისა და საადას რეგიონები. ამერიკელ და ბრიტანელ მტრებს ეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა ჩვენი იემენელი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულებრივ აგრესიაზე“, – განმარტა „ჰუსიტების“ პრესსპიკერმა.

იაჰია სარეას განცხადებით, თავდასხმები სასჯელის ან შურისძიების გარეშე არ ჩაივლის და შიიტური დაჯგუფება ისრაელისკენ მიმავალ გემებზე თავდასხმას გააგრძელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი