მართლმსაჯულების სასამართლოში წაყენებულ ბრალდებებს ისრაელი დღეს უპასუხებს

12 იანვარი 2024, 10:01 301 ნახვა

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში წაყენებულ ბრალდებებს, იმის შესახებ რომ ღაზის სექტორში ისრაელი გენოციდს უპასუხეს დღეს დღეს ბრალდებული მხარე უპასუხებს.

აღნიშნულია, რომ ისრაელის ქმედება მიზნად ისახავს პალესტინის მოსახლეობის განადგურებას, რაზეც სამხრეთ აფრიკამ სარჩელი შეიტანა და მოსამართლეებს გადაუდებელი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

თავის მხრივ, ისრაელი გენოციდთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ სამხრეთ აფრიკა ახლა ჰამასის მოთხოვნებს აჟღერებს, რომლიც მიზანიც ისრაელის განადგურებაა.

როიტერის ცნობით, სასამართლო სავარაუდოდ მიმდინარე თვის ბოლოს, მიიღებს გადაწყვეტილებას შესაძლო გადაუდებელ ზომებთან დაკავშირებით, მაგრამ არა გენოციდის ბრალდებებზე.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში