გიორგი გახარიას და მისი პარტიის აქტივობები უკვე კომიკურობამდეა მისული, საყურებლადაც კი აღარ არის მგონი საინტერესო - შალვა პაპუაშვილი

12 იანვარი 2024, 11:39 511 ნახვა

აბსოლუტურად დამსგავსებულნი არიან კომიკური ჟანრის მხატვრული, თუ მულტიპლიკაციური ფილმის პერსონაჟებს. საყურებლადაც კი აღარ არის მგონი საინტერესო, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გიორგი გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევას.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდა „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ფლანგი ისტერიაშია.

„ვხედავთ კონკრეტულ ისტერიას მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა ქართულ პოლიტიკაში. „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ფლანგი აქტიურად არის ჩართული, იქნება ეს თავად „ნაციონალური მოძრაობა“, თუ „ლელოს“, თუ გახარიას პარტია. რაც შეეხება გიორგი გახარიას და მის პარტიას, ვფიქრობ, უკვე კომიკურობამდე არის მისული მათი აქტივობები - განცხადებებში, ქცევებში, სტილში, ტონალობაში. აბსოლუტურად დამსგავსებულნი არიან კომიკური ჟანრის მხატვრული, თუ მულტიპლიკაციური ფილმის პერსონაჟებს. საყურებლადაც კი აღარ არის მგონი საინტერესო“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ხაზარაძე არის არა ქართული საზოგადოების ინტერესებით მოქმედი პოლიტიკოსი, არამედ პოლიტიკოსი, რომელიც იყურება ქვეყნის გარეთ - რას ეტყვიან, რას დაავალებს ცენტრი და როგორ უნდა იმოქმედოს.

„ფსიქოლოგიაში არსებობს ასეთი ტერმინი პროექცია. როდესაც ადამიანი საკუთარი პრობლემებისა თუ თვისებების პროექციას სხვაზე ცდილობ. ეს ნიშანდობლივია განსაკუთრებით, მამუკა ხაზარაძის შემთხვევაში, რომელიც ასე ხშირად ახსენებს რუსეთსა და მოსკოვს. კომკავშირის ყოფილი მდივანი, რომლისთვისაც მოსკოვი იყო ცენტრი, საერთოდ რომ საუბრობს მოსკოვთან დაკავშირებით, სასაცილოა. ეს არის პროექცია. ეს არის მისი თვისებების, პრობლემებიდან გამომდინარე, სხვებზე ამის პროექცია. უფრო მეტიც, ეს უკვე იქცევა ადამიანის თვისებად, როდესაც ერთხელ იქნები კომკავშირის მდივანი და მოსკოვი იქნება შენი ცენტრი, ვხედავთ ახლა, რომ სხვა ქვეყნებში, დედაქალაქებში, სხვაგან ეძებს ცენტრს.

 

ეს არის ამ ადამიანის დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ. ის არის არა ქართული საზოგადოების ინტერესებით მოქმედი პოლიტიკოსი, არამედ პოლიტიკოსი, რომელიც იყურება ქვეყნის გარეთ - რას ეტყვიან, რას დაავალებს ცენტრი და როგორ უნდა იმოქმედოს. ამიტომ, სასაცილოა საერთოდ, როდესაც „ლელო“ და მამუკა ხაზარაძე საუბრობენ მოსკოვზე, რუსეთზე და ასე შემდეგ. თავადაც თქვა, პირველი მილიონი რუსეთში ვიშოვეო. არ ვიცი, ასეთი ადამიანისგან მოსკოვსა და რუსეთზე საუბარი სასაცილოც არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ეუთო/ოდირში დამკვირვებლების შესახებ გაგზავნილ წერილზეც.

„სამოქმედო გეგმაში, რომელიც ეხება 9 პუნქტს, პირდაპირ წერია, რომ 2024 წლის თებერვალში საგარეო საქმეთა სამინისტრო მოიწვევს ეუთოს გრძელვადიან მისიას. ესეც აჩვენებს, რომ მათ სინამდვილეში არანაირი ინტერესი არ აქვთ არც სამოქმედო გეგმის, არც სამუშაო ჯგუფების და არც სადამკვირვებლო მისიების მიმართ აქვს. ერთადერთი ინტერესი ეს არის, რომ ისტერია ატეხონ. მათი არაკვალიფიციურობა რამდენიმე წუთში გაირკვა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი