საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა - ამის შესახებ გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს. "პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა" - წერს გიორგი კეკელიძე. უკვე ცნობილია რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე გიორგი კეკელიძეს კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის. ფაქტს თავად გამსახურდია აჭარის ტელევიზიასთან ადასტურებს