ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ერთი დაშავდა კალიფორნიის პალისადეს ტაჰოს სათხილამურო კურორტზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად. ამის შესახებ ადგილობრივი შერიფის ოფისი განცხადებას ავრცელებს.
ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სამსახურები. ზვავის პროვოცირების მიზეზი უცნობია.
კურორტზე ბოლო რამდენიმე დღე ძლიერი თოვაა. კურორტმა, რომელიც 1949 წელს გაიხსნა, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს 1960 წელს უმასპინძლა.