2023 წლის დეკემბერში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია - ჯანმო

11 იანვარი 2024, 10:08 534 ნახვა

2023 წლის დეკემბერში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი ავრცელებს.

"მიუხედავად იმისა, რომ თვეში 10 000 გარდაცვალების შემთხვევა პანდემიის პიკზე ბევრად ნაკლებია, თავიდან აცილებადი სიკვდილის ეს დონე მიუღებელია“, - განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

ტედროს ადანომ გებრეისუსის ცნობით, კორონავირუსის ახალი JN.1 ვარიანტი მსოფლიოში ყველაზე მეტად ვრცელდება, თუმცა იგი „ომიკრონის“ ვარიანტია და დღეს არსებული ვაქცინები მის წინააღმდეგ დაცვას უზრუნველყოფს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, გასული წლის დეკემბერში, თითქმის 50 ქვეყანაში, ძირითადად, ევროპასა და ამერიკაში, საავადმყოფოებში მოხვედრის მაჩვენებელი 42%-ით გაიზარდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი