საქართველოს შესახებ გერმანული ავტორიტეტული გამოცემა წერს. ზამთრის სპორტის მოყვარულებს მოგზაურობას სვანეთში ურჩევენ.
სტატიის მეშვეობით გერმანელი მკითხველი სვანურ სამზარეულოსაც ეცნობა. კუბდარი აღნიშნულია, როგორც ამ მხარის ტრადიციული კერძი, რომელიც ხორცითა და სანელებლებით მზადდება.
„ის საქართველოს ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს, იქ, სადაც მთები ცას სწვდებიან. მას „კავკასიის გვირგვინსაც“ კი უწოდებენ“, - ასე იწყება სტატია სვანეთზე, სადაც აღნიშნულია, რომ სვანეთი, გარდა თვალწარმტაცი ბუნებისა, თავს იწონებს კოშკებით, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს წარმოადგენენ და რომ საქართველოს ეს კუთხე ზამთრის სპორტის მოყვარულებისთვის თავშეყრის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია.