მამაკაცი რომელმაც ძაღლი სასტიკად სცემა, კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს - ეს არის მოთხოვნა რომელსაც პარლამენტთან შეკრებილი აქტივისტები სკანდირებენ. ცხოველთა უფლებადამცველები და სამოქალაქო აქტივისტები იმედს გამოთქვამენ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარისთვის ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას შეუფარდებენ.ძაღლის მიმართ სასტიკი მოპყრობის ვიდეო კადრები გუშინ გავრცელდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე 1 პირი დააკავა გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 259 მუხლით დაიწყო რაც აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ან 1 დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.