7 იანვარს მართლმადიდებლები შობას აღნიშნავენ 

07 იანვარი 2024, 12:04 599 ნახვა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ქრისტეს შობას ზეიმობს. კაცობრიობის ისტორიაში მაცხოვრის შობა უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. შობის დღესასწაულზე მორწმუნეებისთვის 40 დღიანი მარხვა სრულდება. 

მრევლის ნაწილი ქრისტეს შობას ეკლესიებში შეხვდა, სადაც ღვთისმსახურება დილამდე გაგრძელდა. მათ კი, ვინც დღესასწაულის შემობრძანება სახლებში იზეიმეს, 7 იანვართან დაკავშირებული კიდევ ერთი ტრადიცია დაიცვეს.შობის დადგომას მოქალაქეები ფანჯრებში ანთებული სანთლებით შეხვდნენ. ასეა ბოლო რამდენიმე წელია, ეს ტრადიცია პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღდგა. 

6 იანვრის ღამეს, შობის მოლოდინში,  მორწმუნეები  სარკმელთან თითო სანთელს ანთებენ და ამ გზით საქართველოში მცხოვრები მართლმადიდებლები მათ ოჯახებში მაცხოვრის დაბადებას და შემოსვლას გამოხატავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი