შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 7 იანვარს, 12:00 საათიდან ალილოს მსვლელობა გაიმართება და სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება.
მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება, რის გამოც, ტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ ტერიტორიაზე შეფერხდება - ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
ალილოს საშობაო მსვლელობა, ხვალ ტრადიციულად ბათუმშიც გაიმართება.