საახალწლო კონცერტი ქედაში

05 იანვარი 2024, 18:07 452 ნახვა

საახალწლო აქტივობები გრძელდება ქედაში. ნაძვის ხის მიმდებარედ მიმდინარეობს კონცერტი, სადაც სახელოვნებო სკოლის მოსწავლეები და კურსდამთავრებულები მონაწილეობენ. ასევე საახალწლო რეპერტუარით წარსდგნენ მოწვეული შემსრულებლები: ზუკა ხუციშვილი და ბენდი, ნატო გელაშვილი,ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეები, მირზა მოდებაძე, ირინა ბაირამაშვილი და თიკა ჯამბურია. პარალელურად მოწყობილია საბავშვო სივრცეები. ცუდი ამინდის გამო საბავშვო გასართობი აქტივობები სპორტსკოლაში ტარდება. გაიმართა ორკესტრის შოუ, მულტფილმის გმირებთან და თოვლის ბაბუასთან შეხვედრა. პარალელურად მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია გამოფენა - გაყიდვა, სადაც წარმოდგენილია ადგილობრივი პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები. განთავსებულია ფოტო სივრცეები. კონცერტი შვიდ საათამდე გაგრძელდება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში