მესტიის მიმართულებით ავტომობილების გადაადგილება ისევ შეზღუდულია 

05 იანვარი 2024, 10:39 567 ნახვა

მესტიის მიმართულებით ავტომობილების გადაადგილება ისევ შეზღუდულია. მსუბუქ ავტომობილებს პოლიციის ეკიპაჟები აცილებენ. დიდი გამავლობის მქონე ავტომობილებს კი მოძრაობა კვლავ ეზღუდებათ. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გუშინ მძიმე ტექნიკის გამოყენებით რამდენჯერმე აღადგინა გზაზე მოძრაობა, თუმცა აქტიური ქვათაცვენის გამო მონაკვეთი ისევ ჩაიკეტა.

შეგახსენებთ, რომ ხაიში მესტიის გზაზე კლდე ჩამოიშალა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში