საახალწლო ღონისძიებები შუახევში

29 დეკემბერი 2023, 20:21 394 ნახვა

შუახევში საახალწლო პროგრამა დღეს დაიწყო. ნაძვის ხის მიმდებარე ტერიტორიაზე საშობაო ბაზრობაა მოწყობილი, ასევე საბავშვო გასართობ სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოს გადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი აქტივობა მიმდინარეობდა. საღამო კი კონცერტით დასრულდება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში