ქობულეთის საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

29 დეკემბერი 2023, 14:38 684 ნახვა

ქობულეთის საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მთავარი ფინანსური დოკუმენტის პარამეტრები საკრებულოს წევრებს ქობულეთის მერმა წარუდგინა, რასაც ოპოზიციის მხრიდან შენიშვნები და კითხვები მოჰყვა. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა სოლომონ ბაჯელიძემ, რომელიც ირწმუნება, რომ მთავარი ფინანსური დოკუმენტი არ არის მოქალაქეების და მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე მორგებული. მისი განცხადებით, პროექტები, რომლებიც მიმდინარეობს და უნდა დასრულდეს, წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვაზეა გათვლილი. ნაციონალური მოძრაობის და პარტიაა ,,საქართველოსთვის’’ წევრებმა ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირეს. ოპოზიციონერი წევრების კითხვებს ქობულეთის მერმა უპასუხა. ლევან ზოიძემ ნაციონალური მოძრობა დესტრუქციაში დაადანაშაულა, რომელსაც მუნიციპალიტეტის განვითარება არ სურს. მერი აცხადებს, რომ პროექტები, რომელიც 2024 წლის ბიუჯეტშია შესული, მაქსიმალურად არის მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული. მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცების პროცესი ხმაურის ფონზე და კითხვა - პასუხის რეჟიმში გაიმართა. ქობულეთის მომავალი წლის ბიუჯეტი 70 მილიონ ლარზე მეტია, საიდანაც 6 მილიონზე მეტი სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დაიხარჯება, ამდენივე თანხაა გათვალისწინებული კულტურისა და განათლების მიმართულებით, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე კი 28 მილიონი ლარი.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი