იერუსალიმის სომხურ უბანს ტერორისტების ჯგუფი დაესხა თავს. ინფორმაცია ამის შესახებ სომხურ მედიაში ვრცელდება. გავრცელებული ცნობით, 30-მდე შენიღბულ თავდამსხმელს თან ჰქონდათ ცრემლსადენი გაზი, ქვები და ხელკეტები. მედიის ინფორმაციით, ტერორისტების მიზანი სომხების ტერიტორიიდან გაყვანა და მათი დაშინება იყო. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. დაკავებულია 2 პირი.