შუახევის ბიუჯეტი 2024 წელს 21 მილიონ 860 ათასი იქნება

27 დეკემბერი 2023, 18:00 1500 ნახვა

შუახევის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ფინანსური დოკუმენტი დამტკიცებულია. საწყისი ბიუჯეტი, გასული წლის საწყის ბიუჯეტთან შედარებით 2 მილიონ 760 ათასი ლარით გაიზარდა და 21 მილიონ 860 000 ლარია. შუახევის მერის ინფორმაციით, ბიუჯეტი ორიენტირებულია ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე, რაც გადანაწილდება ინფრასტრუქტურულ, ჯანდაცვის, სოციალურ და საგანმანათლებლო-კულტურულ სფეროებში. საკრებულომ დღეს ასევე დაამტკიცა ,,შუახევის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების 2024-2027 წლების დოკუმენტი“ და ,,შუახევის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა“. ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში