,,საქართველო ტერორიზმის ყველა საფრთხიდან არის დაცული“, - აცხადებს პარლამენტის ნდობის ჯგუფის თავმჯდომარე. სხდომაზე კონტრტერორისტული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.უწყების წარმომადგენლებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობასა და საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრეს. ასევე ნდობის ჯგუფის წევრებს არსებულ ოპერატიულ ვითარებაზე ინფორმაცია გააცნეს. ითქვა, რომ საქართველო მოწინავე პოზიციებს იკავებს ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში და ამ მაღალ შეფასებას კონკრეტული ინდიკატორები აქვს.