სოფლად სახლები დევნილებისთვის

27 დეკემბერი 2023, 12:01 309 ნახვა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, იძულებით გადაადგილებულ 100-მდე ოჯახს სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის. აღნიშნული ოჯახების სია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავად შეარჩევენ. როგორც სამინისტროში აცხადებენ, 2023 წელს სააგენტომ სოფლად სახლი 1300-ზე მეტ დევნილ ოჯახს უკვე შეუსყიდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში