საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ქრისტიანული საგანძურის დარბაზი გაიხსნა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 46 წლის და დაბადებიდან 90 წლის იუბილეს მიეძღვნა. უცხოელი და ადგილობრივი სტუმრები უკვე ხვალიდან იხილავენ ისეთ შედევრებს, როგორიცაა ანჩის ხატი, აწყურის ღვთისმშობლის ხატი, თუმცა ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. წარმოდგენილ თითოეულ ნიმუშს თავისი ისტორია აქვს. ადგილზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ -მინისტრმა, მეუფე შიომ და ეროვნული მუზეუმის დირექტორმა.