უამინდობის გამო, დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა - ენერგო-პრო ჯორჯია

25 დეკემბერი 2023, 14:24 419 ნახვა

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, უამინდობის გამო გამოწვეულმა ყინულმოცვამ, დასავლეთ საქართველოში მაღალი და დაბალი ძაბვების ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება გამოიწვია.

მათივე ცნობით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ხარაგაულში, სადაც დასახმარებლად კომპანიის დამატებითი ბრიგადები აღმოსავლეთ საქართველოდან ჩავიდნენ.

„რთული მდგომარეობა იყო ასევე წალენჯიხაში, თუმცა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკურმა ბრიგადებმა, აქ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა უკვე მოახერხეს და მუნიციპალიტეტს მიეწოდება ელექტროენერგია. ამ დროისთვის მუშაობა მიმდინარეობს დაბალ ძაბვაში, სადაც მოტეხილმა ხეებმა დააზიანა ელექტროსადენები, ფიდერები და სხვა ინფრაქსტუქტურა.

ზემო აჭარის აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგია სატაბილურად მიეწოდება. ხულოს, ხელვაჩაურის და ქედას სოფლების მხოლოდ მცირე ნაწილს მიეწოდება ელექტროენერგია შეზღუდვით. სარეაბილიტაციო სამუშაოები აქაც ოპერატიულად მიმდინარეობს. ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტების უმრავლესობას ყველა მუნიციპალიტეტში, დღის ბოლომდე აღუდგებათ“, – აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი