დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზეა გაჩერებული, ვმუშაობთ რომ მოძრაობა უმოკლეს დროში განახლდეს - საქართველოს რკინიგზა

25 დეკემბერი 2023, 11:59 342 ნახვა

"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე არიან გაჩერებული. მათივე ცნობით, ,,საქართველოს რკინიგზა'' მაქსიმალურად ცდილობს, რომ სამგზავრო რეისები შეფერხებების გარეშე შესრულდეს, თუმცა რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობა რკინიგზაზე სხვადასხვა პრობლემას ქმნის.

"ამ დროისათვის უღელტეხილის მონაკვეთზე გათიშულია ქვესადგურები, კერძოდ რკინიგზის საკონტაქტო ქსელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. საქართველოს რკინიგზა ძალისხმევას არ იშურებს, რომ სამგზავრო მატარებლებმა მოძრაობა უმოკლეს დროში განაახლონ შეფერხებების გარეშე, ელექტროენერგიის სტაბილური მოწოდებისთანავე"- აცხადებენ ,,საქართველოს რკინიგზაში''.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში