რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიის წინააღმდეგ 2 სარაკეტო და 61 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 45-ჯერ გაუხსნეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, თავდასხმების შედეგად, არიან დაღუპულები და დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობაში, დაზიანებულია სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
გენშტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ, გასული 24 საათის განმავლობაში, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 12 ადგილს, საბრძოლო მასალის საცავსა და საზენიტო სარაკეტო სისტემას დაარტყეს.
რუსულმა ძალებმა, რამდენიმე ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს. საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა დნიპროპეტროვსკსა და ხმელენცკში. დრონების რამდენიმე ჯგუფი, ოდესის მიმართულებით დაფიქსირდა. ოკუპანტებმა შეუტიეს ხერსონის ოლქში ჩერნო-ბაივკას - არის მსხვერპლი.
დრონებითა და მძიმე არტილერიით დაიბომბა ნიკოპოლის რეგიონიც.