ქორეოგრაფ თოფან მელაძის საიუბილეო საღამო

24 დეკემბერი 2023, 19:53 1081 ნახვა

ქორეოგრაფის თეიმურაზ, თოფან მელაძის 100 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა ქობულეთში. თოფან მელაძეს აჭარის დამსახურებული არტისტის და საქართველოს დამსახურებული ხელოვნების მუშაკის წოდება ჰქონდა. ის იყო ცეკვა განდაგანას ერთ-ერთი შემქმნელი, რომელმაც ქორეოგრაფიული ილეთებით გაამდიდრა და სხვადასხვა სასცენო ელემენტები შესძინა ცეკვას. როგორც ცნობილია, ცეკვა განდაგანა 1940 წელს პირველად დიდ სცენაზე სწორედ თოფან მელაძემ წარადგინა. თეიმურაზ, თოფან მელაძე სხვადასხვა დროს სუხიშვილების სახელმწიფო ანსამბლსა და აჭარის ხალხური ცეკვისა და შემოქმედების ანსამბლში ცეკვავდა. იყო მოცეკვავე, ქორეოგრაფი და პედაგოგი, გარდაიცვალა 1993 წელს, 70 წლის ასაკში. დაკრძალულია თავის მშობლიურ ქალაქ ქობულეთში.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი