ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ საქართველო ახალ ეტაპზე გადასასვლელად ემზადება. მოლაპარაკებების გასახსნელად ქართულმა მხარემ ის 9 ახალი დავალება უნდა შეასრულოს, რომელიც ქვეყანამ ევროკომისიისგან 8 ნოემბერს მიიღო. რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა მთავრობამ უკვე შეიმუშავა და ახლა ევროკომისიისგან უკუკავშირს ელოდება. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ სამუშაო კარი ყველასთვის ღიაა.