პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გასვლითი სხდომის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის პარიზის შეთანხმების შესაბამისად შემუშავებული კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია წარადგინა. ნინო თანდილაშვილმა ამ სტრატეგიის ფარგლებში დეპუტატებს სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში გააცნო. მომხსენებელმა ასევე “ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა. პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გასვლითი სხდომა აჭარის უმაღლეს საბჭოში გაიმართა.