სპექტაკლის პრემიერა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე _ “კედელი“ -ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც წყვილებში არსებულ კრიზისსა და მათ შორის აღმართულ უხილავ კედელზე მოგვითხრობს. წყვილი ამ კედლის დამსხვრევას ცდილობს და ეძებს გამოსავალს. რეჟისორი სალომე ჯიჯავაძეა, მთავარ როლებს კი მერი ნაკაშიძე და მამუკა მანჯგალაძე თამაშობენ.